Thursday, June 26, 2014

დღე 1.

 გავეცანი ინტელის პროექტებით სწავლებას, ვნახე ბევრი საინტერესო პროექტი, გავიგე, როგორ ვისარგებლო ამ რესურსით, როგორ მოვიძიო და დავათვალიერო მოსწავლეების ნამუშვრები, პრეზენტაციის ნიმუშები, პროექტის გეგმები და ა.შ. ასევე, როგორ მოვნიშნო ჩემთვის საურველი რესურსი და ა. შ

 დღე 2.

 დღევანდელი დღე საინტერესო იყო, რადგან მე უკვე დავიწყე პროექტის შაბლონში მუშაობა, მომეწონა, რომ გავიხსენე ზოგი რამ მე-2 დონიდან, დავფიქრდი, რა მჭირდება სამომავლოდ, თუმცა ცოტა დავიღალე.

 დღე 3.

დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებების შესახებ რესურსებში მოცემული ინფორმაცია, გავიგეთ, როგორ უნდა მივანიშნოთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინტერნეტ- რესურსები ელექტრონული მისამართების სახით, ვიმუშავეთ ამ რესურსების ეფექტურად მოძიება-გადმოწერაზე, მისი შენახვის ფორმებზე და ჩვენს ბლოგზე განთავსებაზე. საქაღალდეს დავამატეთ პროექტის პრეზენტაცია.

დღე.4.

 დღეს ჩვენ დავასრულეთ და ავტვირთეთ დრაივში ჩვენი პრეზენტაციები, ასევე მოვნახეთ ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილების გვერდი და გავეცანით მისი მოხმარების პრინციპს, რაც, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება მომავალში, რადგან სულ თან მეყოლება მასწავლებელი. შემდეგ გადავედით  მოსწავლის პოზიციაში და ვისწავლეთ ბროშურის შექმნა არსებული შაბლონების გამოყენებით, დავათვალიერეთ უკვე შექმნილი რესურსები, მათ შორის გაზეღის ნიმუშები, შეფასების ფორმები და ა.შ.
    კმაყოფილი ვარ, რადგან ამგვარი რესურსები ძალიან წაადგება ჩვენს პრაქტიკას.

დღე 5.

დღეს ტრენინგზე  ჩვენ დავამთავრეთ ბროშურები, ავტვირთეთ გუგლის დისკზე, გავაზიარეთ ჯგუფის წევრებზე და გავაკეთეთ კომენტარები 3-2-1 პრინციპით.საინტერესო იყო ერთმანეტის ნამუშევრების დატალიერება.ტრენინგი  საინტერესო, საჭირო და ეფექტური იყო.

დღე 6.

ტრენინგი საინტერესო და სახალისო იყო. დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით ბროშურის შეფასების რუბრიკა მასწავლებლის პოზიციიდან, გავაზიარეთ, განვიხილეთ თითოეული ცალ-ცალკე, შემდეგ ჩვენი შეფასების სქემებით შევაფასეთ ერთმანეთის ბროშურები, რამაც ყველა მხიარულ ნოტაზე დაგვაყენა.

დღე 7.

დღევანდელი  ტრენინგი საკმაოდ დატვირთული იყო აქტივობების თვალსაზრისით: საავტორო უფლებების გვერდზე  აღვნუსხეთ გამოყენებული მასალები, ვისწავლეთ გუგლის რუკების გამოყენება, ,,გაჯეტების" დამატება, პროექტის პრეზენტაციის გამოქვეყნება, ინტერნეტ-კოდების ჩაშენება.  ამ წუთას მახსოვს, კარგი იქნება,  თუ კიდევ გავიმეორებთ...
მადლობა ირაკლის გაწეული შრომისთვის!


დღე 8.

ტრენინგზე დავუბრუნდით სასწავლო პროექტის გეგმას, შევავსეთ და დავხვეწეთ, მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული ინტერნეტ-რესურსები, გავიხსენეთ ჰიპერბმულების ჩასმა, გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს, ავტვირთეთ გუგლის დისკზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
 

დღე 9 .

 დღეს იყო ტრენინგის დასკვნითი დღე. ისედაც ძალიან ცხელოდა და სამუშაო რეჟიმიც საკმაოდ დატვირთული გვქონდა.  გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, შევაფასეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს , ბატონ ირაკლის, გულისხმიერებისა და გაწეული შრომისათვის.